„ საშიში პარალელები ჩნდება 1921 წლის თებერვლის ოკუპაციასთან” – ისტორიკოსები

საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, თითქმის ყოველ დღე სხვადასხვა სახის საპროტესტო ღონისძიებები იმართე. მთავარი ეპიცენტრი თბილისი და პარლამენტის შენობაა. სხვადასხვა პროფესიის და თაობის ადამიანები, დემონსტრაციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ამჯერად საპროტესტო მსვლელობა საქართველოს ისტორიკოსებმა, მოქმედმა ლექტორებმა და მათმა სტუდენტებმა გამართეს.
ისტორიკოსებმა საზოგადოებას თავიანთი მიმართა გააცნეს:

„საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება. ეჭვის ქვეშ დადგა სახელმწიფოს ოფიციალური მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ. ეს მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის ისტორიული აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი გაცხადებულია. ქართველმა ისტორიკოსებმა კარგად იციან, რომ ევროპა ის ცივილიზებული სივრცეა საითკენაც საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა. სწორედ ევროინტეგრაცია არის დღესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საუკეთესო ხელშემწყობი. ერის ისტორიული ნების დასაცავად მოქალაქეების წინააღმდეგ ხორციელდება სადამსჯელო ოპერაცია. თავისუფალი აზრი ჩახშობა ხდება სასტიკი მეთოდებით. ქვეყანაში იქმნე სამოქალაქო დაპირისპირება ფეთქებად საშიში გარემო.

საშიში პარალელები ჩნდება 1921 წლის თებერვლის ოკუპაციასთან, 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან ოპერაციასთან და 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალებასთან.

ვაცნობიერებთ რა შექმნილ ვითარებას, ვგმობთ ძალადობას საკუთარი თანამემამულეების მიმართ. პროტესტ ვუცხადებთ საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლის მცდელობას და მხარს ვუჭერთ ყველა თაობის წარმომადგენლის ბრძოლას დამოუკიდებლობის ისტორიული არჩევანის და უკეთესი მომავლისათვის.
მოვითხოვთ: სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.“

პროტესტის ტალღა საქართველოში გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ აქტიურად მოუწოდებს. ითხოვენ სავიზო და ფინანსურ სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც ცვლიან საქართველოს პოლიტიკურ კურსს და ქვეყანას კვლავ ოკუპაციაში აბრუნებენ.

ავტორი/ჟურნალისტი: მანონ ბოკუჩავა