საქართველოს რთული გზა ელექტრონულ მმართველობამდე / Gürcüstanın elektron idarəçiliyə gedən çətin yolu

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ელექტრონული მმართველობის განვითარება და სახელმწიფო სერვისების ელექტრონიზაცია არის. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალიც my.gov.ge რომელსაც მოქალაქეთა მომსახურება მეტ-წილად, ელექტრონულ სივრცეში უნდა გადაეყვანა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის სალომე საღარაძის განცხადებით, თუკი რეფორმის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით დასახული ამოცანები შესრულდება, იმ სერვისების მიწოდების ხარისხი, რასაც მოსახლეობა იღებს ცენტრალური თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, გაუმჯობესდება.

,, საჭიროა რომ სერვისი ერთი ბაზრის პრინციპით განვითარდეს და მოქალაქემ ადგილზევე ისარგებლოს სხვადასხვა სერვისით. პანდემიამ გვიჩვენა, რომ უმჯობესი იქნება მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, მისთვის ხელსაყრელი მეთოდით მიიღოს მომსახურება კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოსგან“, – სალომე საღარაძე, პროექტის კოორდინატორი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ მაისურაძე თვლის, რომ პრობლემები გამოიკვეთა ელექტრონული სერვისების მიწოდების ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბების და პროგრამების მონიტორინგის მიმართულებით.

,, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს და ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა მაგალითად რუსეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და ბელორუსი. საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებების მხოლოდ მცირე ნაწილი ახორციელებს ონლაინ მომსახურებების მიწოდებას, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება რეგიონებზე.

სახელმწიფო სერვისების მიწოდების სექტორში არსებობს პრობლემები სტრატეგიულ დაგეგმვასა და ელექტრონული სერვისების ერთიან სტანდარტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა სააგენტო ქმნის სერვისებს საკუთარი საჭიროებების საფუძველზე, რაც შემდეგ ართულებს არსებული სერვისების სტანდარტიზაციას. ამასთან, არ არსებობს სერვისების მიწოდების პროექტების ან პროგრამების მონიტორინგის და შეფასების სისტემები ან მექანიზმები“, – მარიამ მაისურაძე,

ელექტრონული მმართველობის განვითარება მეტ-წილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობისთვის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის მონაცემებით, კვლევის ჩატარების მომენტისთვის, წინა სამი თვის მანძილზე ინტერნეტით მოსახლეობის 74%-მა ისარგებლა.

,, როდესაც ვსაუბრობთ ელექტრონულ მმართველობაზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ინტერნეტიზაცია. მოსახლეობის იმ ნაწილის რიცხვი, რომელიც ინტერნეტს მოიხმარს უნდა გაიზარდოს, რაც იქნება გაზრდილი ელექტრონული სერვისების ინდიკატორი“, – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

გარდა ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა, მნიშვნელოვანია შესწავლა საკითხის, აქვს თუ არა მოსახლეობას ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომელსაც  სახელმწიფო სთავაზობს.

,,მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნაკლებად ხორციელდება. არ ხდება პლატფორმაზე არსებული ხარვეზების წინასწარ გამოვლენა და მისი აღმოფხვრა.

თუნდაც პეტიციები ელექტრონული მმართველობის კარგი და თვალსაჩინო მაგალითია. მას შემდეგ, რაც გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, მაგალითად ის, რომ მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებოდნენ და სხვა, ხელისუფლებამ და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არაფერი არ გააკეთეს იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინათ მათი მუშაობა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ პლატფორმების მიმართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ მოსახლეობის რა ნაწილია ინტერნეტის მომხმარებელი, არამედ ისიც, თუ რამდენად ადეკვატურად იქნება აღნიშნული რესურსები მიწოდებული.

თუ არ გაუმჯობესდა ის სერვისი, რასაც გასცემს ადმინისტრაციული ორგანო და თუ არ გახდა მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება წარუმატებელი პროექტი და დაკარგავს თავის მომხმარებელს“,- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლი სალომე საღარაძე.

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) შესულ მომხმარებელს ინფორმაციის მიღებისას ხუთი ენის არჩევის შესაძლებლობა აქვს. თუმცა, ინფორმაცია სრულყოფილი სახით მხოლოდ ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სერვისების მიღებისას ისინი მუდმივად აწყდებიან ენობრივ ბარიერს. ამ კუთხით არც ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალია გამონაკლისი. პლატფორმა ,,სალამის“ ბორდის წევრის ბანიამინ კასიმოღლის თქმით, ენობრივი ბარიერის გამო სერვისების მიღების ხარისხი დაბალია.

,,პლატფორმა ,,სალამი“ იკვლევს სოფლის საჭიროებებს ქვემო ქართლის რეგიონში და ამ კვლევის ფარგლებში მოსახლეობისგან ვისმენ უამრავ პრობლემას, რომლებიც ეხება სახელმწიფო სერვისების მიღებას. მაგალითად, პანდემიასთან დაკავშირებით კომპენსაციების გაცემისას საჭირო იყო განაცხადების ელექტრონულად შევსება ქართულ ენაზე. ვინაიდან სოფლად არც ქართულ ენას ფლობენ და არც ინტერნეტი აქვთ, პლატფორმა ,,სალამი“ მოხალისეობრივად ეხმარებოდა მოსახლეობას სერვისების შესახებ ინფორმაციის მიღებასა და განაცხადების ონლაინ შევსებაში“, -ბანიამინ კასიმოღლი

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან დაკავშირებით არსებული კითხვებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მივმართეთ, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ეს პუბლიკაცია შექმნილია პროექტის ფარგლებში: „საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, დასახული ამოცანების შესრულების ხარისხის მონიტორინგი.“ მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.

ავტორი: ელისო ჩინჩალაძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

Gürcüstanın elektron idarəçiliyə gedən çətin yolu

Gürcüstanda dövlət idarəetmə islahatı 2015-ci ildə başladı. İslahatın məqsədlərindən biri elektron idarəçiliyin inkişafı və dövlət xidmətlərinin elektronlaşdırılmasıdır. Məhz bu məqsədə nail olmaq üçün elektron xidmətlərin vahid portalı, my.gov.ge yaradıldı. Portal vətəndaşlara göstərilən xidməti az-çox elektron məkana daşımalı idi.

Gürcüstanın Gənc Hüquqşünaslar Assosiasiyasının nümayəndəsi Salome Sağaradzenin sözlərinə görə əgər islahat çərçivəsində hazırlanmış fəaliyyət planına əsasən nəzərə alınmış məqsədlər yerinə yetirilərsə əhalinin mərkəzi və yerli özünüidarə orqanlarından aldığı xidmətin keyfiyyəti yaxşılaşacaq.

“Xidmətin bir bazar prinsipi olaraq inkişaf etdirilməsi və vətəndaşın yerində müxtəif xidmətlərdən istifadə edə bilməsi lazımdır. Pandemiya göstərdi ki, əhalinin konkret inzibati orqanda, ona əlverişli olan metodla xidmətdən yararlanması daha yaxşıdır” – Salome Sağaradze, layihənin koordinatoru.

Qeyri-hökumət təşkilatı “Məlumat Azadlığı İnkişaf İnstitutu”-nun rüşvətxorluq istiqaməti üzrə rəhbəri Mariam Maisuradze hesab edir ki, elektron xidmətin göstərilməsi üzrə vahid standartın formalaşdırılması və proqramın monitorinqi baxımından problemlər yaranıb.

“Gürcüstan Avropa ölkələrinin orta göstəricilərindən çox geri qalır. Məsələn, Rusiya, Qazaxıstan, Moldova, Azərbaycan və Belorusiya kimi ölkələrdən də geri qalmaqdadır. Gürcüstanda dövlət müəssisələrinin yalnız kiçik qismi onlayn xidmətlərin göstərilməsini həyata keçirir. Bu isə regionlara xüsusi mənfi təsir göstərir.

Dövlət xidmətlərinin göstərilməsi sektorunda strateji planlaşdırma və elektron xidmətlərin vahid standartları ilə bağlı problemlər mövcuddur. Müvafiq olaraq, bütün agentliklər öz ehtiyacları əsasında xidmətlər yaradır. Bu isə sonradan mövcud xidmətlərin standartlaşdırılmasını çətinləşdirir. Belə ki, xidmətlərin göstərilməsi layihələrinin yaxud proqramlarının monitorinqi və qiymətləndirilmə sistemləri ya da  mexanizmlər yoxdur”- Mariam Maisuradze.

Elektron idarəçiliyin inkişafı az-çox  Gürcüstan əhalisinə internetin nə dərəcədə əlçatan olmasından asılıdır.

Gürcüstanın Milli Statistika Xidmətinin 2020-ci ilə olan göstəricilərinə əsasən araşdırma aparılan məqamda, əvvəlki üç ay ərzində əhalinin 74% internetdən istifadə edib.

“Elekton idarəçilikdən danışırıqsa vacib məsələlərdən biri internetin əlçatanlığıdır. Əhalinin internetdən istifadə edəcək qisminin sayı artmalıdır. Bununla elektron indikator da artmış olacaq”- Gürcüstan Gənc Hüquqşünaslar Assosiasiyası.

İnternetin əlçatanlığından başqa məsələni araşdırmaq vacibdir ki, əhalinin dövlətin təklif etdiyi xidmətlər barədə məlumatı var ya yox.

“Əhalinin məlumatlandırılması az həyata keçirilir. Platformada olan səhvlər əvvəlcədən aşkarlanaraq aradan qaldırılmır. Petisiyalar elektron idarəçiliyin yaxşı nümunələrindəndir. Müəyyən səhvlər aşkarlandıqdan sonra, məsələn, vətəndaşlar qeydiyyatdan keçə bilmirdilər və hakimiyyət və inzibati orqanlar fəaliyyəti yaxşılaşdırmaq üçün heç nə etmədi, həmin platformalara qarşı nihilizm yarandı. Ona görə yalnız əhalinin hansı qisminin internetdən istifadə etməsi mühüm deyil, həm də qeyd olunan resursların nə dərəcədə adekvat göstərilməsi də vacibdir.

İnzibati orqanın göstərdiyi xidmətin səviyyəsi yaxşılaşdırılmazsa və əhalinin ehtiyaclarına yönəldilməzsə, hər hansı halda uğursuz layihə olacaq, öz istifadəçilərini itirəcək” – Gürcüstan Gənc Hüquqşünaslar Assosiasiyasının nümayəndəsi Salome Sağaradze.

Elektron xidmətlərin vahid portalına (My.gov.ge) daxil olan istifadəçinin məlumat alan zaman beş dil seçmək imkanı var. Ancaq məlumat tam şəkildə yalnız gürcü dilində əlçatandır. Gürcüstanda yaşayan etnik azlıqlar qeyd edir ki, dövlət xidmətlərinən istifadə edən zaman onlar daim dil maneəsinə görə çətinlik çəkirlər. Bu baxımdan heç elektron xidmətlərin vahid portalı da istisna deyil. “Salam” platformasının idarə heyətinin üzvü Benyamin Qasımoğlunun sözlərinə görə dil maneəsinə görə xidmətlərdən istifadə etmək dərəcəsi aşağıdır.

“Salam” platforması Kvemo Kartli regionunda kəndlərdə ehtiyacları araşdırır və bu araşdırma çərçivəsində əhalidən dövlət xidmətlərinə aid olan çox sayda problem eşidirik. Məsələn, pandemiya ilə əlaqədar kompensasiyaların verilməsi zamanı ərizələrin gürcü dilində elektron qaydada doldurulması lazım idi. Kənddə gürcü dilini bilmədiklərinə və internet olmadığına görə “Salam” platforması könüllü olaraq əhaliyə xidmət barədə məlumat verməkdə və ərizələrin onlayn doldurulmasında yardım edirdi”- Benyamin Qasımoğlu bildirdi.

Dövlət Xidmətlərinin əlçatanlığının artırılması ilə bağlı mövcud olan suallarla Dövlət Xidməti İnkişaf Agentliyinə müraciət etdik. Ancaq onlardan hələ də cavab almamışıq.

Bu paylaşım “Dövlət idarəçilik islahatının 2019-2020-ci illərin fəaliyyət planında, özünüidarələrin gücləndirilməsi və dövlət xidmətlərinin təkmilləşdirilməsi üçün  nəzərdə tutulmuş məqsədlərin həyata keçirilməsinin keyfiyyət monitorinqi” layihəsi çərçivəsində yaradılıb. Paylaşımın məzmununa görə “Kvemo Kartli Mediası” tam məsuliyyət daşıyır və paylaşım donorun baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Eliso Çinçaladze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan veb-səhifəyə istinad edərək istifadə edə bilərsiniz