საქართველოს ბანკმა ინდივიდუალური მეწარმეებისთვის გათამაშება დაიწყო (R)
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული ტრანზაქციები მოგებად აქციონ. ამგვარად, ისეთი აქტივობების ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებისას, როგორებიცაა თანხის გადარიცხვა, კომუნალურების დაფარვა, ანაბრის გახსნა თუ სხვა, ბიზნესის წარმომადგენლები გათამაშების ბილეთს აგროვებენ და მოგების შანსს ზრდიან.
გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გრძელდება. გათამაშების პერიოდში, ინდ. მეწარმეებს ყოველთვიური პრიზების, მათ შორის 10 000 ლარის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიის დასასრულს კი გათამაშდება ფინალური პრიზები 20 000, 30 000 და 50 000 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ ბიზნესებს, რომლებსაც გათამაშების მეტი ბილეთი აქვთ დაგროვებული, გამარჯვების მეტი შანსი აქვთ.
ამ ბმულზე ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ ნახონ იმ ბიზნეს ტრანზაქციების სრული სია, რომელთა შესრულებით სხვადასხვა ოდენობის ბილეთს აგროვებენ. გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია კი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში იქნება ხელმისაწვდომი.
„მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მასშტაბურ გათამაშებას ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გათამაშება საქართველოში პირველად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, მეწარმეებმა მარტივად შეასრულონ საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური აქტივობები და ტრანზაქციები, წავახალისოთ ბიზნესების გაციფრულება და საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ მათ დროისა და რესურსების დაზოგვაში. ამასთან, ვფიქრობთ, ფულადი პრიზები მათ საქმიანობის გაძლიერებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მეწარმეებს“, – აღნიშნავს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
გათამაშების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან. ინფორმაციისთვის, გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.
“საქართველოს ბანკის“ შესახებ:
„საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 38.7%), სესხებისა (საბაზრო წილი 37.2%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 40.2%) მიხედვით. (2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.8 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/