რაჭისუბანი: „არ დაადგა საშველი, არც სასმელი წყალი გვაქვს და არც სარწყავი“ / Raçisubani: “Heç nə kömək etmədi, nə içməli nə də suvarma suyumuz yoxdur”
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რაჭისუბანი ქართული რეალობისთვის, საშუალო სოფლებს მიეკუთვნება: 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, სოფელში 597 ადამიანი ცხოვრობს. სხვა სოფლების მსგავსად, აქაც მწვავედ დგას მიგრაციის საკითხი.
რაჭისუბანშიც და თემის სხვა სოფლებში (ხატისოფელი, ვანათი, სამტრედო) მთავარი პრობლემა უწყლობაა.
რაჭისუბანშიც დღეს ალაგ-ალაგ კიდევ არიან შემორჩენილი ადამიანები, რომლებიც XX საუკუნის 40-იან წლებში ჯერ ჭიორიდან ქლუხორში, სოფელ ტებერდაში ჩაასახლეს, იქიდან კი, 50-იანი წლების ბოლოს – ბოლნისში. შემდეგ ამ გაუკაცრიელებულ ადგილას სოფელი გაჩნდა და ახალმოსახლეთა წარმოშობის მიხედვით, მას რაჭისუბანი დაარქვეს.
„საბჭოთა პერიოდში აქ მეხილეობა-მევენახეობის მეურნეობა იყო. მაშინ აშენდა მთელი სოფელი, ჩვენც მეურნეობაში ვმუშაობდით და ეს სახლი ავაშენეთ“, – ამბობს 80 წლის ნაზიბროლა რეხვიაშვილი, რომელიც მეურნეობის ბუღალტერი იყო.
სოფელთან მინერალური წყლის „ბოლნისის“ საბადოა. როგორც ამბობენ, 80-იანი წლების დასაწყისში 10 მილიონამდე ბოთლს უშვებდნენ წელიწადში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ის საწარმოც და მეურნეობაც გაჩერდა.
81 წლის მაყვალა რეხვიაშვილი სწორედ იმ თაობას ეკუთვნის, რომელსაც კარგად ახსოვს ჩასახლების პერიოდი. ახსოვს, სოფლის დასახლებაც. მთელი ცხოვრება მუშაობდა, ახლა მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა.
მაყვალა მარტოხელაა და საყიდლებზე თავად დადის.
„ყველაზე მეტად რა მაწუხებს? ჩემი მარტოობა და ის, რომ სოფელიც დაცარიელდა. გაიხედავ, ადამიანი არ არის.
როგორ ვცხოვრობ? გაჭირვებით. პენსია ძლივს მყოფნის. ახლა კიდევ ზამთრის სიცივე მემატება. შეშა რომ ვიყიდო, დაჩეხვა ხომ უნდა და გაზით ვთბები. საბედნიეროდ, ახლა მთავრობა გვიხდის გადასახადებს და მეც ვზოგავ, ვცდილობ, ჩავჯდე ლიმიტში“, – ამბობს მაყვალა.
ნინო ხარშილაძეც რაჭისუბნელთა რძალია. ის მარკეტში მუშაობს. ნინოს სამი შვილი ჰყავს, ორი სკოლის მოსწავლეა. ნინო ქვრივია და მარტო არჩენს შვილებს.
„ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი უწყლობაა. ზოგ უბანში ისე მწვავედ შეიძლება არც იგრძობა, მაგრამ ბოლო ქუჩაზე ვცხოვრობთ და იქამდე ვერ აღწევს წყალი.
არც სასმელი წყალი გვაქვს და არც სარწყავი. „გარე ყანებს“ ვერ ვრწყავთ.
რამდენიმე წლის წინ მიწის დამუშავება ვცადე, დავთესე სიმინდი, მაგრამ არაფერი შემიტანია სახლში, უწყლობის გამო მოსავალი არ მოდის“, – ამბობს ნინო.
„1957 წლიდან ვცხოვრობთ ამ სოფელში და, რაც თავი მახსოვს, კომუნისტების პერიოდიდან სულ ასეა, არ დაადგა საშველი: არც სასმელი წყალი გვაქვს, არც სარწყავი. განა არ აკეთებენ? აკეთებენ, თითქმის ყველა ხელისუფლების დროს, მაგრამ წყალი მაინც არ არის“, – ამბობს 61 წლის ავთანდილ ბერელიძე.
ის დემოგრაფიულ მდგომარეობაზეც წუხს.
„ყველაზე მთავარი პრობლემა რა არის, იცი? სოფელში 70-მდე უცოლო ბიჭია. როგორ დაოჯახდებიან? არ მუშაობენ“, – ამბობს და მარკეტთან მდგარ ახალგაზრდა და შუა ხნის მამაკაცებზე გვითითებს.
„ყველაფერი „უ“ გვჭირს: უმუშევრობა, უსაქმურობა, უფულობა“, – გვეუბნებიან ადგილობრივები.
„ ჩვენს დროს სკოლაში 200 მაინც ვიყავით. ახლა? რომ არა, მეზობელი სოფელი სამტრედო, საიდანაც აზერბაიჯანელი ბავშვები დადიან, დახურვამდე მივიდოდა სკოლა“, – გვეუბნებიან.
სკოლაში 75 ბავშვია, აქედან 15 სამტრედოდან დადის. სკოლის დირექტორი, გულნაზი რეხვიაშვილი გვიხსნის, რომ მასწავლებლების ძალისხმევით ხერხდება ონლაინსწავლება, თუმცა 5-6 ბავშვს არც ინტერნეტი აქვს და არც ტექნიკური საშუალებები.
„კომპიუტერი სად მაქვს, ტელეფონით შედიან ბავშვები გაკვეთილზე. შედეგებს რამდენად აღწევენ, ძნელი სათქმელია“, – ამბობს ნინო ხარშილაძე.
დასაქმება? მამაკაცები ამბობენ, რომ უმეტესობა უმუშევარია.
31 წლის მიხეილ რეხვიაშვილმა სკოლა რაჭისუბანში დაამთავრა, მერე უცხოეთში იყო, თბილისში დაბრუნდა და დაოჯახდა. ბოლო პერიოდში ტურიზმის სფეროში იყო ჩართული. გაზაფხულზე, კორონობისას რაჭისუბანი და ბოლნისი რომ ჩაიკეტა და ტურიზმის სფეროც ჩაკვდა, მიხეილმა გამოსავლის ძებნა დაიწყო.
სადახლოში ჩინური სათბურები ნახა და მათ სპეციფიკას გაეცნო. თავის ნაკვეთზე სათბური გააკეთა. ამბობს რომ ძვირი დაუჯდა, მაგრამ წყალიც თავისი ხარჯით შეიყვანა.
მალე მოსავალს ელის, თუმცა ბოლო დროის ყინვებმა საქმე გაურთულა, მიხეილი ღამეში რამდენჯერმე აკითხავს სათბურს, რომ სითბოს რეჟიმი აკონტროლოს.
ანა გომართელი მიხეილის მეუღლეა. ის პატარა ბიჭუნასთან ერთად ახლა სოფელშია. თბილისის მერე სოფელში ცხოვრება არ არის იოლი:
„ ყველაზე ძნელი უწყლობაა: წყალი დღეში 1-2 საათით მოდის. შეიძლება ზოგისთვის, ვისაც უარესი დრო ახსოვს, ეს 2 საათიც საკმარისია, მაგრამ ასეთ პირობებში ბავშვებით ცხოვრება რთულია. თან ამ წყლით ვერც საჭმელს გააკეთებ და ვერც დალევ, მითუმეტეს ბავშვს ვერ დაალევინებ. იძულებული ვართ, წყალი შორიდან, წყაროდან მოვიტანოთ, ან ვიყიდოთ“, – ამბობს ანა.
მისი თქმით, სოფელში არ არის აფთიაქი: „წამალი რომ დაგჭირდეს ბოლნისში ან მარნეულში უნდა წახვიდე. არ არის კანალიზაცია. ნაგვის მანქანა მხოლოდ კვირაში ერთხელ მოდის, ურნებიც არ არის და მთელი კვირა სახლში უნდა ინახო ნაგავი“.
მუციპალიტეტის ბევრი სხვა სოფლისგან განსხვავებით, რატევანსა და რაჭისუბანს შორის ცენტრალურ გზაზე დაახლოებით ნახევარ-საათიანი შუალედით დადის მუნიციპალური ავტობუსი. ახლა, კორონობისას, ეს ავტობუსიც, ცხადია, გაჩერებულია.
„მაღაზიაც შორსაა. ჩვენ პროდუქტი უმეტესად მარნეულიდან მოგვაქვს ერთიანად. აქ იშვითად ჩავდივართ. ვისაც მანქანა არ აქვს, ძალიან წვალობენ“, – ამბობს ანა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი წარმომადგენელი რაჭისუბნის ტერიტორიულ ერთეულში ნუგზარ რეხვიაშვილი ამბობს, რომ თემის სოფლებში წყალგაყვანილობის სამუშაოებზე ტენდერი ხშირად ცხადდება, თუმცა ბოლო პერიოდის გამოცდილებამ აჩვენა, როცა, ხელისუფლება იძულებულია, არჩევანი მიანიჭოს კომპანიას, რომელიც დაბალ ფასს სთავაზობს. ეს კი ხშირად ჰაერში გასროლილი ფულია.
„ჩვენ დავპირდით ამომრჩეველს, რომ წყლის პრობლემას მოვუგვარებდით. უახლოეს ხანში რაიონის მაჟორიტართან გვექნება შეხვედრა ამ საკითხზე“, – საუბრობს ნუგზარ რეხვიაშვილი.
ავტორი: თინათინ მოსიაშვილი
თარგმანი: აინურა ალიევა
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
Raçisubani: “Heç nə kömək etmədi, nə içməli nə də suvarma suyumuz yoxdur”
Bolnisi bələdiyyəsinin Raçisubani kəndi gürcü reallığı üçün orta kəndlər sırasına məxsusdur: 2014-cü ilin göstəricilərinə görə kənddə 597 nəfər yaşayır. Miqrasiya məsələsi digər kəndlər kimi burada da ciddi şəkildə mövcuddur.
Raçisubani və icmanın başqa kəndlərində (Xatisopeli, Vanati, Samtredo) əsas problem susuzluqdur.
Raçisubanidə bu gün az sayda da olsa, XX əsrin 40-cı illərində, əvvəl Çoridən Kluxoriyə, Teberda kəndinə, oradan isə 50-ci illərin sonunda Bolnisiyə köçürülmüş adamlar yaşamaqdadır. Sonra isə bu boş məkanda kənd yaradılıb və yeni sakinlərin mənşəyinə əsasən burani Raçisubani adlandırıblar.
“Sovet dövründə bura meyvəçilik-üzümçülük təsərrüfatı idi. O zaman bütün kənd quruldu, biz təsərrüfatda işləyirdik və bu evi tiktik” – 80 yaşlı Nazibrola Rexviaşvili deyir. O, təsərrüfatın mühasibi olub.
Kənddə “Bolnisi” mineral suyu çıxmaqdadır. Sakinlərin dediyinə görə 80-ci illərin əvvəlində il ərzində 10 milyon şüşəyə qədər mineral su istehsal edilirmiş. Müstəqillik əldə etdikdən sonra həmin mineral su çıxan yer də təsərrüfat da dayanıb.
81 yaşlı Mağvala Rexviaşvili köçkünlük dövrünü yaxşı xatırlayan həmin nəsilə aiddir. O, kəndin məntəqəsini də xatırlayır. Bütün həyatı boyu işləyib, indi onun yeganə gəlir mənbəyi təqaüddür.
Mağvala tək yaşayır və alış verişə özü gedir.
“Məni ən çox nə narahat edir? təkliyim və kəndin boş qalması.Baxırsan adam yoxdur. Necə yaşayıram? Ehtiyac içində. Təqaüdüm mənə güclə kifayət edir. İndi qışın soyuğu da buna əlavə olunur. Odun alsam onu kəsmək lazımdır. Ona görə qazla qızınıram. Xoşbəxtlikdən, indi vergiləri dövlət ödəyir və mən də qənaət edirəm, çalışıram limitə uyğun olsun” – Mağvala deyir.
Nino Xarşiladze Raçisubanidə gəlindir. O, mağazada işləyir. Ninonun üç övladı var, ikisi məktəblidir. Nino həyat yoldaşını itirib və övladlarına tək baxır.
“Çox problemim var. Ancaq əsas susuzluqdur. Bəzi məntəqələrdə problem çox ciddi deyil, ancaq bizim yaşadığımız sonuncu küçəyə su gedib çatmır”. Nə içməli nə də suvarma suyumuz yoxdur. “kənar tarlaları” suvara bilmirik. Bir neçə il əvvəl torpağı şumlamağa cəhd etdim, qarğıdalı əkdim. Ancaq evə heç nə gətirmədim. Su olmadığına görə məhsul olmur”- Nino deyir.
Kişilər də susuzluqdan söhbət açır:
“1957-ci ildən bu kənddə yaşayıram və xatırladığıma görə Kommunistlər dövründən həmişə belə olub. Heç nə kömək etmədi: nə içməli nə də suvarma suyumuz yoxdur. Yəni düzəltmirlərmi? düzəldirlər, demək olar bütün hakimiyyətlərin dövründə düzəldilib. Ancaq yenə də yoxdur”- 61 yaşlı Avtandil Berelidze dedi.
O, demoqrafik vəziyyətə görə də narahatdır…
“Əsas problemimiz bilirsiz nədir? Kənddə 70-ə yaxın oğlan subaydır. Necə ailə quracaqlar? işləmirlər” – deyir və mağaza qarşısında dayanmış gənc və orta yaşlı kişiləri göstərir.
“İşsizlik, boşluq, pulsuzluq bizi narahat edir” – sakinlərdən biri deyir… buna arvadsızlıq, uşaqsızlıq da əlavə olunur…
“Bizim vaxtımızda məktəbdə ən az 200 şagird var idi. İndi? Azərbaycanlı uşaqların gəldiyi, qonşu Samtredo kəndi olmasa məktəb bağlanardı”- deyirlər.
Məktəbdə 75 şagird var. Onun 15 nəfəri Samtredodan gəlir. Məktəb direktoru Qulnazi Rexviaşvili deyir ki, müəllimlər onlayn dərsi güclə keçir. Ancaq 5-6 uşağın nə interneti nə də texnikası yoxdur.
“Kompüteri haradan alım, uşaqlar telefonla daxil olur. Nəticələrin necə olmasını demək çətin məsələdir” – Nino Xarşiladze deyir.
İşləmək? Kişilər deyir ki, əksəriyyət işsizdir.
“Əgər adam istəsə iş tapar. Kim işləmək istəyir işləyir”- Nino deyir.
31 yaşlı Mixeil Rexviaşvili məktəbi Raçisubanidə bitirib. Sonra xaricə gedib, Tbilisiyə qayıdıb və ailə qurub. Son dövrdə turizm sahəsinə qoşulubmuş. Yazda, koronavirus yayılan zaman Raçisubani və Bolnisi bağlananda, turizm sahəsi da dayanıb, Mişiko çıxış yolu axtarmağa başlayıb.
Sadaxlıda Çin istixanalarını görüb və onların spesifikası ilə tanış olub. Öz əkin sahəsində istixana düzəldib. Baha başa gəlib, ancaq suyu da öz xərci ilə çəkdirib.
Yaxında məhsul götürəcək, ancaq son zamankı şaxtalar işi çətinləşdirib. Mişiko gecədə bir neçə dəfə istixanaya gedir ki, istilik rejiminə nəzarət etsin.
Ana Qomarteli Mişikonun həyat yoldaşıdır. O, kiçik oğlu ilə birgə indi kənddədir. Tbilisidən sonra kənddə yaşamaq asan deyil:
“Ən çətini susuzluqdur: su gündə 1-2 saat gəlir. Bəziləri deyir daha da pis vaxtlar olub, bu 2 saat da yetərlidir ancaq belə şəraitdə uşaqlarla yaşamaq çətindir. Bu su ilə nə yemək bişirə bilirsən nə içə bilirsən. Uşağa heç içirə bilmirik. Məcburuq ki, suyu uzaqdan, bulaqdan gətirək ya alaq”- Ana deyir.
Onun sözlərinə görə kənddə aptek yoxdur, “dərman lazım olarsa Bolnisiyə ya da Marneuliyə getməlisən. Kanalizasiya yoxdur. Zibil maşını yalnız həftədə bir dəfə gəlir. Zibil qabları yoxdur və zibili bir həftə evdə saxlamalısan”.
Rayonun başqa çox kəndlərindən fərqli olaraq Retevani və Raçisubani arasındakı mərkəzi yolda, təxminən yarım saatlıq məsafədə bələdiyyə avtobusu hərəkət edir. İndi koronavirusa görə həmin avtobus da işləmir.
“Mağaza da uzaqdır. Biz məhsulu əsasən Marneulidən gətiririk. Buraya nadir hallarda gəlirik. Kimin maşını yoxdur çox əziyyət çəkir”- Ana deyir.
Bolnisi bələdiyyə merinin Raçisubani ərazi vahidliyindəki nümayəndəsi Nuqzar Rexviaşvili deyir ki, icmanın kəndlərinə su çəkilməsi işlərinə görə tez-tez tender elan edilir. Ancaq son dövrün təcrübəsi göstərib ki, hakimiyyət ucuz qiymət təklif edən şirkətə üstünlük vermək məcburiyyətindədir. Bu isə əksər hallarda havaya sovrulan puldur.
“Biz seçicilərə vəd verdik ki, su problemi həll olunacaq. Yaxın gələcəkdə rayon majoritarı ilə bu məsələyə görə görüşümüz olacaq”- Nuqzar Rexviaşvili deyir.
Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır. Paylaşımın məzmunu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.
Müəllif: Mosiaşvili
Tərcümə: Aynurə Əliyeva
QvemoQartli.ge
Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz