რატომ არის კანონი რუსული

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს მმართველი გუნდი  ამერიკული კანონის ანალოგად წარმოაჩენს.  მაშინ, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი, მასში სრულ ანალოგებს ხედავს რუსეთის ფედერაციაში მოქმედ კანონებთან. სწორედ ამიტომ უწოდებს, როგორც   „აგენტების კანონს“ ასევე, „რუსულ კანონს.“

მნიშვნელოვანი გარემოებები:

რუსეთში 2012 წლის ივლისში მიიღეს კანონი, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე, „პოლიტიკურ აქტივობებში“ ჩართულ ორგანიზაციებს, რომ „უცხოურ აგენტად“ დარეგისტრირდნენ.

კანონი  ეტაპობრივად გამკაცრდა და  “უცხოური აგენტის” ცნებამ ფართო დატვირთვა შეიძინა. ამჟამად , რუსეთში აგენტია არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც, რომლებიც რაიმე სახით შემოსავალს საზღვარგარეთიდან იღებენ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია:

„ რუსული კანონის 10 წლიანი მოქმედება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ მოახდინა ხელისუფლებამ “გამჭვირვალობის” ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და რა ეფექტი აქვს ამას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე“ – “უცხოეთის გავლენის აგენტების” კანონი: ევროპული პრაქტიკა და საქართველო (idfi.ge)

ამერიკული კანონი FARA (foreign agents registration act)  კი აშშ-ში 1938 წელს მიიღეს. მეორე  მსოფლიო ომის წინ მიღებული კანონის მთავარი მიზანი ამერიკის მოსახლეობის დაცვა იყო ნაცისტური პროპაგანდის გავლენისგან.

მე მიმუშავია იმ კანონზე (FARA), მის რეფორმირებაზე. პირველად ის 1930-იანებში იყო მიღებული ჰიტლერის პასუხად, როგორც ძალისხმევა, რომ ამოგვეცნო ლობისტები ან სხვები, რომლებიც სხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ აშშ-ში და მათ მოვთხოვეთ რეგისტრაცია,” –  ჯინ შაჰინი, ამერიკელი სენატორი.

შესაბამისად FARA მიმართულია არა დამოუკიდებელი ორგანიზაციების, არამედ მტრული ქვეყნების ლობისტების წინააღმდეგ, საქართველოში მიღებული კანონისგან განსხვავებით.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი განმარტავს, თუ რატომ მიეკუთვნება არის ჩვენთან მიღებული კანონი რუსული და არა ამერიკული.

„ უცხო ძალის გავლენის შესახებ კანონები ტიპოლოგიურად ორ ჯგუფად იყოფა. ამერიკული FARA და რუსული Закон об иностранных агентах (ЗИА). მთავარი განსხვავება: FARA უცხო ქვეყნის აგენტად აღიარებს ნებისმიერ ორგანიზაციას, თუ ის რეალურად არის ინტერესის აგენტი და მუშაობს უცხო ძალის ინტერესების განსახორციელებლად. ЗИА აღიარებს უცხო ძალის აგენტად ყველას, ვინც მცირედი ნაწილითაც კი იყენებს უცხოურ დაფინანსებას. FARA-ს შემთხვევაში “აგენტების” რეესტრში ხვდება მართლა უცხო ძალის ინტერესების აგენტი, ხოლო ЗИА-ს შემთხვევაში რეგისტრაციას ექვემდებარება უმეტესწილად ორგანიზაციები, რომლებსაც არავითარი ვალდებულება არანაირ უცხო ძალასთან არ გააჩნიათ.

ქართული კანონი განეკუთვნება ЗИА-ს (ანუ რუსული) ტიპის კანონს, და ამ ტიპის კანონთა შორის ყველაზე მომცველია, რადგან საერთოდ არ ითვალისწინებს საქმიანობის პროფილს და ამიტომ რეესტრში აფორმებს პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას“  –  კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.

რატომ არის კანონი რუსული ტიპის? – კახა გოგოლაშვილის განმარტება (bm.ge)

Civil.ge-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციაში აღნიშნულია შემდეგი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

FARA-ის მიხედვით, უცხოელ აგენტებად არ იწოდებიან  ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები.  ასევე, პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან რელიგიურ, საგანმანათლებლო, აკადემიურ, სამეცნიერო, სახელოვნებო საქმიანობას.

აგრეთვე, უცხოური მფლობელობის მქონე მედია ორგანიზაციები, რომელთა პოლიტიკა არ არის მართული უცხო ქვეყნის მიერ, აშშ-ის მოკავშირეები.

ამერიკული FARA და „უცხოელი აგენტების“ შესახებ ქართული კანონი: სამი ძირითადი განსხვავება – Civil Georgia

მნიშვნელოვანია ისიც, რომ  RARA არ ვრცელდება საინფორმაციო ან პრესის ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან საკუთრებაში ან არ კონტროლდებიან უცხოური სუბიექტის მიერ და მოითხოვს უცხოურ სუბიექტსა და აგენტს შორის კონტროლის ძალიან მაღალ ხარისხს. მთლიანობაში, ის ძირითადად ფოკუსირებულია ლობისტებისა და სარეკლამო აგენტების საქმიანობაზე, რომლებიც მოქმედებენ უცხოური მთავრობების სახელით. ამავეს ადასტურებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი:

„ეს კანონპროექტი არ ეყრდნობა ამერიკულ კანონმდებლობას. კანონი [უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, იგივე FARA], რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ეხება ლობისტებს, იურიდიულ ფირმებს, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ, რათა მათ წარმოადგინონ ამ უცხო ქვეყანათა პოლიტიკური ინტერესი. შესაბამისად, ეს არის არა ამერიკული, არამედ რუსული კანონი,  რომლის მიზანია სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზირება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, შეხედულება და, ამავდროულად, ხელი შეუშალოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ თავიანთ თანამოქალაქეებს“, – კელი დეგნანი.

დეგნანი: ეს არა ამერიკული, არამედ რუსული კანონია – Netgazeti • კელი დეგნანი • რუსული კანონი • Netgazeti.ge

საყურადღებოა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასება, რომ „რუსული კანონის“ რეალური მიზანი და შედეგი შემდეგია:

„ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მე-10 პრიორიტეტით (სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა პროცესში) განსაზღვრულ ვალდებულებას და ნაცვლად არასამთავრობო სექტორის გაძლიერებისა, მიმართულია მისი დაზიანებისკენ. ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული ეს ტენდენცია შემაშფოთებელია და მნიშვნელოვნად უქმნის საფრთხეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.“