მარნეულის მერია კარნავალით ახალი წლის “გაცილებას” გეგმავს – ღონისძიება ბიუჯეტს 12 440 ლარამდე დაუჯდება
მარნეულის მერიამ გადაწყვიტა ახალი წელი უკვე გააცილოს და შესაბამისი ღონისძიებაც დაანონსდა: „ ახალი წლის გაცილების კარნავალი.“
კარნავალის ორგანიზებისთვის განცხადებების მიღება 6 იანვარს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მომსახურების მიწოდება უნდა მოხდეს „2025 წლის 24-30 იანვრის პერიოდში.“კონკრეტული დრო და ადგილი კი შეთანხმდება შემსყიდველთან.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 12 440 ლარია.
QvemoQartli.ge