ლემშვენიერა – დევნილებისა და ეკომიგრანტების სოფელში ყურადღებას ითხოვენ / Lemşveniera – qaçqınların və ekomiqrantların kəndində diqqət tələb edirlər

ლემშვენიერა – ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელი, ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელში, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეოება, 1987 წელს სვანეთიდან  ჩამოასახლეს. ტერიტორია ადმინისტაციული ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. თემში 500-მდე ოჯახი ცხოვრობს და მათი ძირითადი შემოსავლის წყარო მესაქონლეობაა. 

ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ძირითადი პრობლემა სათიბი მიწების არარსებობაა. 70 წლის, ზაურ მარგველანი აღნიშნავს რომ მიწები, სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ ჩამოართვათ და მას შემდეგ, 270-მდე ოჯახს, საქონლის გამოსაკვებად თივის შეძენა უწევს.

„ არ გვაქვს სათიბი მიწები, ადრე კომუნისტების პერიოდში თითო ოჯახს 3-3 ჰექტარი მიწა დაგვირიგეს, რომელსაც ვამუშავებდით და ვიყენებდით. შემდეგ ისევ ჩამოგვართვეს, ვინაიდან არ გვქონდა ოფიციალურად გაფორმებული. ყოველ წელს 4 სული საქონლის გამოსაკვებად 1 500-1 600 ლარის თივის ყიდვაა საჭირო. წელს მაგალითად, 6 ლარი ღირდა თივა. მე პირადად 4 სული საქონელი მყავს. ვისაც ბევრი ჰყავს წარმოგიდგენიათ რამდენის ყიდვა უწევთ?!“, – აღნიშნავს ზაურ მარგველანი.

გარდა სათიბი მიწების არარსებობისა, მარგველანი წუხს პანდემიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზეც. მისი თქმით, გაძვირდა ტრანსპორტი, მძღოლებს ადგილობრივების გადაყვანა წესების დაცვით უწევთ, რის გამოც არ შეუძლიათ ტრანსპორტის სრული დატვირთვა, რაც ბუნებრივია მგზავრობის ტარიფის მატებას იწვევს.

სოფელ ლემშვენიერაში, ეკომიგრანტების გარდა, 50-მდე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათ საცხოვრებელი ფართები 2-2 სართულიან კორპუსებში აქვთ გადანაწილებული, სადაც როგორც ადგილობრივების თქმით, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და არ არსებობს  კანალიზაციის სისტემაც.  

44 წლის, ლენა ავალიანი 3 შვილის დედაა. წუხს, რომ მას და მის შვილებს არ გააჩნიათ საკუთარი სახლი და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. ზამთარში მთავრობის დაწესებული შეღავათებით სარგებლობს, რომელიც კომუნალური გადასახადები გადახდას გულისხმობს, თუმცა ამბობს რომ ეს საკმარისი არ არის.

„ შეზღუდულები ვართ ყველანაირად, არ გაგვაჩნია არაფერი.1994 წლიდან აქ ვცხოვრობთ და საკუთრებაში ისევ არ მაქვს ფართი. როგორც გლეხ ოჯახს შეეფერება ისე ვცხოვრობთ. არ გვაქვს სხვა შემოსავალი გარდა დევნილობის დახმარებისა, რომელსაც სულზე 45 ლარს ვიღებთ. პირადად ჩემთვის პანდემიის შედეგად დაწესებული შეღავათები მისაღებია, რადგან აღარ მიწევს კომუნალურების გადახდა. ეს დიდი შეღავათია ჩემი ოჯახისთვის“, – ამბობს ლენა ავალიანი.

იგივე კორპუსში მცხოვრები ლონდა კორძაია გვიყვება, რომ მათი ძირითადი პრობლემა საკანალიზაციო სისტემაა. აღნიშნავს რომ წლების განმავლობაში, უამრავი დაპირების მიუხედავად, მათი მოთხოვნა ამ დრომდე შეუსრულებელია.  

„ ვითხოვთ ელემენტარული პირობების შექმნას. ჩვენ დევნილები არავის  ვჭირდებით. თუ დაგვეხმარებიან სოფელს და საშველი იქნება ძალიან გაგვიხარდება. არ გვაქვს საპირფარეშო, საშინელ მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება. უკვე მრავალი წელია ასე ვართ.  რაც შეეხება პანდემიას, ზოგმა მოვიხადეთ ვირუსი, ზოგმა არა – ვართ ესე ჩაკეტილები კარანტინში“, – ამბობს, 52 წლის, ლონდა კორძაია.

ადგილობრივების მიერ წამოჭრილ, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სოფელს აქვს საერთო მოხმარების საძოვრები, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. რაც შეეხება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, ამბობს რომ ეს უახლოეს პერიოდში მოხდება – ხოლო იქ არსებული საკანალიზაციო სისტემის არარსებობის საკითხი „მუნიციპალიტეტში არასოდეს დამდგარა“. 

„ საძოვრებთან დაკავშირებით სოფელს და მათ შორის მოსახლეობას პრობლემა არ აქვს რეალურად იმიტომ რომ საძოვრები სოფელს აქვს, შეიძლება საკუთრებაში არ აქვთ, მაგრამ პირუტყვის კვების პრობლემა დღის წესრიგში, ამ ეტაპზე,  არ დგას. სოფელში არის საერთო გამოყენების საძოვრები.

რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემას კონკრეტულ ლოკაციაზე, კერძოდ ორ სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, აქ საკანალიზაციო სისტემა დასახლების დღიდან არ ყოფილა. არ იყო გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისად სველი წერტილები იყო ყოველთვის გარეთ, შემდგომ მოსახლეობამ თვითნებურად მოაწყო სველი წერტილები შიგნით ბინებში და თვითონვე გააკეთა ე.წ ჭები – საკანალიზაციო სისტემის ფუნქციონირების მიზნით.

საკითხი რომ საკანალიზაციო სისტემა არ იყოს ამ ადგილას, არასოდეს დამდგარა მუნიციპალიტეტში მოსახლეოების მხრიდან  დღის წესრიგში, შესაბამისად, თუ ესეთი საკითხი დადგება, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი განიხილავს და შემდგომში აუცილებლად რეაგირებაც იქნება.

ხოლო ბინების დაკანონების საკითხი ძალიან აქტუალურია ამ ეტაპზე. წინა პლანზე წამოვიდ,ა მას შემდეგ რაც ქალბატონი ნინო ლაცაბიძე  მაჟორიტარი დეპუტატი ჩაერთო ამ საკითხების გადაჭრაში. აქტიურად არის ჩართული ადგიობრივი თვითმმართველობა და მიმდინარეობს უკვე შესაბამისი დოკუმენტების მოძიება. ალბათ, სულ მალე ეს ადამიანები ამ ბინებს დაიკანონებენ“, – აღნიშნავს  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მარიამ სოლოღაშვილი.

მიუხედავად ამ იმედიანი სიტყვებისა, დღეს ლემშვენიერაში ცხოვრება რთულია როგორც დევნილი ასევე ეკომიგრანტი ოჯახებისთვის.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Lemşveniera– qaçqınların və ekomiqrantların kəndində diqqət tələb edirlər

Lemşveniera – ekomiqrantların məskunlaşdığı kənd Kvemo Kartlidə, Qardabani bələdiyyəsində yerləşir. Təbii fəlakətlər nəticəsində ziyan çəkmiş əhali kəndə 1987-ci ildə Svanetidən köçürülüb. Ərazi inzibati mərkəzdən bir neçə kilometrdə yerləşir. Kənddə 500-ə yaxın sakin yaşayır və onların əsas gəlir mənbəyi heyvandarlıqdır.

Yerli sakinlər bizimlə söhbət zamanı bildirdilər ki, onların əsas problemi otaracaq sahələrinin olmamasıdır. 70 yaşlı Zaur Marqveliani qeyd edir ki, dövlət torpaqları bir neçə il əvvəl onlardan alıb və ondan sonra 270-ə yaxın ailə heyvanlara yem üçün ot almalı olur.

“Otaracaq sahələrimiz yoxdur. Əvvəl, Kommunistlərin dövründə hər ailəyə 3 hektar torpaq sahəsi vermişdilər. Həmin sahələri şumlayırdıq və istifadə edirdik. Sonra yenə əlimizdən aldılar. Çünki rəsmi şəkildə qeydiyyat etdirməmişdik. Hər il 4 baş heyvana yem üçün 1500-1600 lari dəyərində ot alınır. Bu il misal üçün, ot tayı 6 lari idi. Mənim şəxsən 4 heyvanım var. Kimin çoxdur təsəvvür edin nə qədər almalı olur?!”- Zaur Marqveliani qeyd edir.

Marqveliani otaracaq sahələrinin olmamasından əlavə pandemiya nəticəsində yaranmış problemlərə görə də narahat olur. Onun sözlərinə görə, nəqliyyatda gediş haqqı artırılıb, sürücülər yerli sakinləri qaydalara uyğun olaraq daşımalı olur. Buna görə də nəqliyyat vasitəsini tam yükləyə bilmirlər. Təbii ki, bu gediş haqqının artmasına səbəb olur.

Lemşveniera kəndində ekomiqrantlardan əlavə 50-ə yaxın Abxaziyadan qaçqın olan ailə yaşayır. Onlara 2 mərtəbəli korpuslarda yaşayış sahəsi verilib. Yerli sakinlərin sözlərinə görə mənzillərdə infrastruktur qaydasında deyil və kanalizasiya sistemi də yoxdur.

44 yaşlı Lena Avaliani 3 uşaq anasıdır. O, narahat olur ki, onun və övladlarının öz evləri yoxdur. Onlar dözülməz şəraitdə yaşamalı olurlar. Qışda hökumətin göstərdiyi, kommunal xərclərin ödənməsini nəzərdə tutan güzəştlərdən yararlanır. Ancaq deyir ki, bu kifayət etmir.

“Hərtərəfli məhdudlaşdırılmışıq. Heç nəyimiz yoxdur. 1994-cü ildən burada yaşayırıq və yenə də öz evim yoxdur. Kəndli ailəsinə uyğun olaraq yaşayırıq. Qaçqınlara verilən yardımdan başqa heç bir gəlirimiz yoxdur. Yardım olaraq isə 45 lari alırıq. Şəxsən mənim üçün pandemiya nəticəsində tətbiq olunan güzəştlər uyğundur. Çünki kommunal xərcləri ödəməli olmuram. Bu mənim ailəm üçün böyük güzəştdir”- Lena Avaliani deyir.

Həmin korpusda yaşayan Londa Kordzaia deyir ki, onların əsas problemi kanalizasiya sistemidir. O, qeyd edir ki, illər ərzində çox vədlər verilsə də onların tələbi hələ də yerinə yetirilməyib.

“Şərait yaradılmasını tələb edirik. Biz qaçqınlar heç kimə lazım deyilik. Kəndə yardım etsələr, kömək olsa çox sevinərik. Ayaqyolumuz yoxdur. Dəhşətli vəziyyətdə yaşamalı oluruq. Artıq uzun illərdir beləyik. Pandemiyada bəzilərimiz virusa yoluxduq bəzilərimiz yox. Bu şəkildə karantində qalmışıq”- 52 yaşlı Londa Kordzaia dedi.

Yerlilər tərəfindən qeyd olunan problemli məsələlərlə bağlı Qardabani meriyasına müraciət etdik. İctimaiyyətlə Əlaqələr Şöbəsinin rəhbəri bizimlə söhbət zamanı qeyd etdi ki, kənddə ümumi istifadə üçün otaracaqlar var və istəyənlər bundan yararlana bilər. Qaçqınlar üçün yaşayış sahəsinin qanuniləşdirilməsinə gəldikdə isə o, qeyd etdi ki, bu yaxın gələcəkdə baş verəcək. Oradakı kanalizasiya sisteminin olmaması məsələsi isə “heç vaxt bələdiyyədə müzakirə çıxarılmayıb”.

“Otaracaqlarla bağlı kəndin və həmçinin, əhalinin problemi yoxdur. Çünki kəndin otaracağı var. Ola bilsin onların əmlakı deyil, ancaq mal-qaranın yemlənməsi problemi indiki mərhələdə gündəlikdə yoxdur. Kənddə ümumi istifadə üçün otaracaqlar mövcuddur.

Kanalizasiya sistemi üçün xüsusi yerin olması, konkret olaraq iki mərtəbəli yaşayış korpuslarına gəldikdə isə deyim ki, orada kanalizasiya sistemi məskunlaşma günündən olmayıb. Sistem nəzərdə tutulmayıb. Müvafiq olaraq ayaqyolu həmişə bayırda olub. Sonra əhali özü içəridə,mənzillərdə ayaqyolu tikib və özləri də kanalizasiya sisteminin işləməsi məqsədi ilə quyular qazıblar.

Kanalizasiya sisteminin olmaması məsələsi əhali tərəfindən bələdiyyənin gündəliyinə heç vaxt çıxarılmayıb. Əgər belə məsələ qaldırılarsa əlbəttə bələdiyyə müzakirə edəcək və sonra mütləq reaksiya göstəriləcək.

Ancaq mənzillərin qanuniləşdirilməsi məsələsi indiki mərhələdə çox aktualdır. Majoritar deputat, xanım Nino Latsabidze bu məsələlərin həll olunmasına müdaxilə etdikdən sonra ön plana çəkildi. Yerli özünüidarə fəal şəkildə qoşulub və artıq müvafiq sənədlərin axtarılması işləri aparılır. Yəqin çox tezliklə bu adamlar mənzillərini qanuniləşdirəcək”- Qardabani meriyasının İctimaiyyətlə Əlaqələr Şöbəsinin rəhbəri Mariam Soloğaşvili bildirdi.

Bu ümidverici sözlərə baxmayaraq bu gün Lemşvenierada məskunlaşmış qaçqın və ekomiqrant ailələr üçün yaşamaq çətindir.

Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır. Paylaşımın məzmunu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Nino Beridze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan yalnız sayta istinadən istifadə edə bilərsiniz