კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქრება

საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა. ტაძრის კედლებიდან ჩამოყრილი ქვის ლოდები დაკარგულია. მათ ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იღებს და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს.

ასეთი ბედი ეწია ერთ დროს ალბათ, ულამაზეს ტაძარს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში. ტაძარი, რომელიც ადგილობრივების თქმით წმ. ბარბარეს სახელობისაა, ტრიალ მინდორზე დგას. მისგან, მხოლოდ, მცირე ნაწილია გადარჩენილი და ისიც ნელ-ნელა იშლება.

ეკლესიის გარდარჩენილ ნაწილზე, უძველეს ორნამენტებს ვხედავთ. ,, ტაძარი დაახლოებით მე-12 საუკუნისაა. კულტურის სამინისტროდან იყვნენ მოსულები და თქვეს, რომ მისი აღდგენა ვერ მოხერხდება. რაც შეეხება გამაგრებას არაფერი უთქვამთ” – საუბრობენ ადგილობრივები.

ქვეშში მოსახელეობის უმეტესობა მართლმადიდებელია. მიუხედავად ამისა ტაძრის რაიმე ფორმით დახმარება ვერ მოახერხეს. მოსახლეობა არ საუბრობს იმაზე, თუ ვინ წაიღო ტაძრიდან ჩამოცხვენილი ქვები, თუმცა ახსოვთ, რომ ქვები ძველი ქართული წარწერებით და ორნამენტებით იყო.

ქვეშის წმ.ბარბარეს სახელობის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სარესტავრაციო ტაძრების სიაში არ არის. რეალურად ტაძრისგან, არც არაფერია სარესტავრაციოდ დარეჩენილი, თუმცა ახლა კითხვისნიშნის ქვეშაა იმის შენარჩუნებაც, რაც გადარჩა ტაძრისგან.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=132