გასულ წელს, დაზიანებული ხიდის აღსადგენად გარდაბნის მერია ტენდერს აცხადებს
2024 წლის ივლისში, მარტყოფი-ნორიო-დიდი ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ხიდის ნაწილი ჩაინგრა.
„სტიქიის შედეგად“ დაზიანებული ხიდის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობისთვის გარდაბნის მერია ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება მიმწოდებლებისგან 30 მარტს დაიწყება. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1 900 000 ლარია.
მიმწოდებელს სხვა ტექნიკურ მოთხოვნებთან ერთად მოითხოვება:
„ 2022 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 4 885 714 ლარისა.“
QvemoQartli.ge