გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ მედიას ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის ისეთი ადგილი მიუჩინა, საიდანაც კომისიის წევრების თითქმის ნახევარი არ ჩანს

გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ, სხდომის სივრცეში, ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის ისეთი ადგილი გამოყო, საიდანაც კომისიის წევრების თითქმის ნახევარი ზურგით ზის და გადაღება, შეუფერხებლად მხოლოდ დანარჩენი წევრების არის შესაძლებელი.

საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ მედიას გარდა იმისა, რომ 5 წუთი შეუძლია გადაიღოს სხდომა მისთვის სასურველი ადგილიდან, ამასთან ერთად უფლება აქვს სრულად გადაიღოს პროცესი, მისთვის გამოყოფილი ადგილიდან.

„ მედიისთვის გამოყოფილი ადგილიდან პროცესი უნდა ჩანდეს სრულად. ამ ადგილიდან შესაძლებელი უნდა იყოს სხდომაზე მიმდინარე მოვლენების სრულყოფილი გაშუქება. თუ ეს პირობა არ არის დაკმაყოფილებული, მაშინ ხდება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და კომისიის მხრიდან ასეთი ქმედება საგანგაშოა“, – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.“

QvemoQartli.ge