გარდაბნის მერია ერთი სოფლის აბრის მოსაწყობად 46 300 ლარამდე თანხას დახარჯავს

გარდაბნის მერია სოფელ ლემშვენიერას შესასვლელში აბრის მოსაწყობად 46 300 ლარამდე გადაიხდის. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი, 17 სექტემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დაიწყება და 1 ოქტომბერს დასრულდება.

აბრის საპროექტო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ადგილზე მოეწყობა არმირებული ფილა, ბორდიურები და ფილები, ბაზალტის ფილის სადგამი, ეპოქსიდის ბაზაზე დამზადებული დრეკადი პანელი, განათებები და სოფლის სახელწოდების წარწერა  – სიგრძით 4.8 მეტრი.