გარდაბანში საოლქოს კომისიის წევრი დოკუმენტაციის გაცნობას მოითხოვს (ვიდეო)
QvemoQartli.ge-ს მხოლოდ 5 წუთი ჰქონდა დღეს გარდაბნის საოლქოს სხდომაზე შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობის. შესაბამისად, შეგვიძლია სხდომის მცირე ჩანაწერი გაგიზიაროთ.
სამწუხაროდ, მედიისთვის გამოყოფილი ადგილიდან, კომისიის მხოლოდ რამდენიმე წევრის გადაღება იყო შესაძლებელი.
სხდომაზე განსხვავებული აზრი გამოთქვა, კომისიის წევრმა ლალი სამხარაულმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ სამხარაული აცხადებდა, რომ მას კომისიის სხდომისთვის დოკუმენტაციის წინასწარ გაცნობის შესაძლებლობა არ აქვს.
QvemoQartli.ge