ახალგაზრდულმა კლუბებმა ადგილობრივი თემის საჭიროებები გამოავლინეს
კოდას, სამშვილდისა და სამღერეთის ახალგაზრდულმა კლუბებმა ადგილობრივი თემის საჭიროებები გამოავლინეს და იმსჯელეს იდეებზე, რომელთა განხორციელებაც სურთ, მოსახლეობის პრობლემების გადასაჭრელად.
გამოიკვეთა შემდეგი საჭიროებები:
- სოფელ კოდაში სკვერისა და სავარჯიშო დარბაზის მოწყობა, ნარჩენების პრობლემის მოგვარება და ლიტერატურული წრის შექმნა ახალგაზრდებისთვის;
- სამშვილდეში დამატებითი ტრანსპორტის გამოყოფა და არსებული მრავალფუნქციური სივრცის აღჭურვა;
- სამღერეთში კი კულტურის პოპულარიზაციის საკითხებზე მუშაობა და შეკრებებისთვის სოციალური სივრცის მოწყობა.
მომდევნო თვეების განმავლობაში ახალგაზრდები ეცდებიან ადგილობრივი მოსახლეობის ამ საჭიროებებს უპასუხონ.
პროექტი „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
ფოტოს/ინფორმაციის წყარი: CARE Caucasus