ბოლნისის ახალგაზრდული სახლი კონკურსს აცხადებს

პროექტის “ეკოფემინიზმი მოქმედებისთვის” ფარგლებში ბოლნისის ახალგაზრდული სახლი აცხადებს პოსტერების/ნახატების კონკურსს ეკოფემინიზმის თემატიკაზე. კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას ეკოფემინიზმის საკითხებზე.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს.

გამოვლინდება ორი გამარჯვებული, საუკეთესო პოსტერის/ნახატის ავტორები დაჯილდოვდებიან ბიბლუსის 80 ლარიანი ვაუჩერით

პოსტერების/ნახატების მიღება დასრულდება 7 ივნისს.

საკონკურსო ნამუშევარი უნდა გააგზავნოთ: bolnisiyouthhouse@gmail.com ასევე, მიუთითეთ კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი და მუნიციპალიტეტი

პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით.