რუსთავი ოპოზიციური ქალაქია, აქ იქნება ის ცვლილება, რომელსაც მთელი საქართველო ელის – „კოალიცია ცვლილებებისთვის“

ქვემო ქართლში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო „კოალიცია ცვლილებებისთვის.“ ნომერი 4, ან როგორც ხშირად მოიხსენიებენ გვარამია-მელია-ხოშტარიას კოალიციამ. გაერთიანებაში სხვა სუბიექტებიც არიან და ოფიციალურად მისი შემადგენლობა ასეთია: პარტია „ახალი“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა.“

ოფისი, ბანერები, აქტივობა სოციალური მედიით, შეხვედრები მოსახლეობასთან  – ამ ეტაპზე კოალიცია სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებზე აქტიურია. მიუხედავად იმისა, რომ ოფისის ოფიციალური გახსნა ჯერ არ ჰქონია.

„ ოფისთან დაკავშირებით იყო პრობლემა. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ თურმე არ შეიძლებოდა ფასადზე ჩვენი ბანერების გაკვრა ჩვენს კერძო საკუთრებაზე. კერძო საკუთრებაში ვგულისხმობ იმას, რომ ვიქირავე და ჩემია. თვითონ, ჩვენს გვერდზე აქვთ ოფისი და დიდი ბანერებიც აქვთ გამოკრული“, –  მანუჩარ ჩაჩანიძეკოალიცია ცვლილებებისთვისპოლიტიკური საბჭოს წევრი.

ვინტერესდებით პარტიის მიმდინარე აქტივობებით.

„ ვხვდებით ყველა ადამიანს, არა მარტო კარდაკარის, არამედ ჯგუფური შეხვედრებითაც.

გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ასევე, იმ ადამიანებთან  რომლებსაც, სამწუხაროდ, ეშინოდათ ადრე ხმის ამოღების.

ინდივიდუალურად ვხვდებით მათ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი სათქმელი მივიტანოთ მათთან.

იგრძნობა ადამიანების განწყობა, რომ ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავი არის ყველაზე ოპოზიციური ქალაქი და აქ, იქნება ის ცვლილებები, რომელსაც მთელი საქართველო და მათ შორის, რუსთავი ელის“, – „კოალიცია ცვლილებებისთვის.“

QvemoQartli.ge