მთავრობა „რუსული კანონის“ მხარდამჭერი გზავნილების გასაძლიერებლად თვითმმართველობებს იყენებს

ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტმა თავის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელებში Facebook-ი გააზიარა  „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ინტერვიუ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ქმედებები, რაც რუსული კანონის მიღების მცდელობას  უკავშირდება, შეფასდა არადემოკრატიულ ნაბიჯად, როგორც ევროკავშირის, ამერიკის ასევე  საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. აღნიშნული შეფასებების საპირისპირო მოსაზრება გაისმა, მხოლოდ, რუსეთის ფედერაციიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  კანონის და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის სატელევიზიო გამოსვლის კოორდინირებული გაზიარება, ქვემო ქართლის თვითმმართველობების მხრიდან, არ არის პირველი შემთხვევა. განსაკუთრებით, სამთავრობო გუნდისთვის კრიზისულ ვითარებაში, თვითმმართველობებს სხვადასხვა ფორმით რთავენ პროცესში.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით