ივანიშვილის ჩამოსვლისთვის რუსთავში, კოსტავას გამზირი, ორი დღით ადრე გადაკეტეს
QvemoQartli.ge-ს ინფორმაციით 19 სექტემბერს რუსთავში ბიძინა ივანიშვილი ჩამოდის. ღონისძიების სამზადისი კი დღეს, 17 სექტემბერს დაიწყო – ჩაკეტეს კოსტავას გამზირის ნაწილი.
ადგილზე ორი სცენის მოწყობა (პირველი მცირე სცენის გამოყენება, ჩვენი ინფორმაციით “რუსთავქალაქობისთვის” მოხდება) და ჩვენთვის გაურკვეველი დანიშნულების მაღალი კონსტრუქციების აწყობა მიმდინარეობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი უსაფრთხოების ე.წ. ბადის და მინის მოსაწყობად სჭირდებათ. ასევე, მოტანილია დაახლოებით ერთტონიანი თხევადი მასის გადასაზიდი კონტეინერები.
ივანიშვილის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ არის გამოქვეყნებული პარტიის ქვემო ქართლის ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ მედიაში.
მანონ ბოკუჩავა
QvemoQartli.ge